მცონარებაზე (სიზარმაცეზე) – წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

http://saintsofmyheart.wordpress.com

SAINTS OF MY HEART

472fdbe36a282072fd42aa611c31d0a1--high-road-lakes.jpg

shop_product_image_115.jpg

მცონარებაზე (სიზარმაცეზე)

წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ყოველი აღსასრულებელი საქმის დაწყებას ნუ დააყოვნებ, იმიტომ, რომ პირველი ხანმოკლე დაყოვნება მიგვიყვანს მეორე, უფრო ხანგრძლივ დაყოვნებამდე, მეორე – მესამემდე, კიდევ უფრო ხანგრძლივამდე და ა.შ. ამის გამო საქმე იწყება ძალიან გვიან და არ ესწრება დროულად ან სრულიად მიტოვებულია, როგორც მძიმე ტვირთი. თუკი ერთხელ დაიგემოვნე უსაქმურობა, შეგიყვარდება კიდეც, შეგიყვარდება საქმიანობაზე მეტადაც, ხოლო როდესაც მოიკლავ ამ სურვილს, თანდათან ჩვევად გექცევა – არ აკეთო, ან მცონარებაში შთავარდები ან უსაქმურობის ვნება იმდენად დაგეუფლება, რომ ვეღარ გაიგებ, როგორი უმსგავსო და დამღუპველია იგი შენთვის. მხოლოდ მაშინ, როდესაც მცონარებით დამძიმებული, შერცხვენილი ისევ მთელი მონდომებით შეუდგები საქმის კეთებას, დაინახავ, როგორი დაუდევარი იყავი მანამდე და რამდენი სასაარგებლო საქმე დაუტევე აღუსრულებელი, უსარგებლო „რაც მინდა, იმას გავაკეთებ“ გამო.

უწყოდე, თუ კი გონებით არ იმოქმედებ და არ შეებრძოლები სიმძიმისა და სიძნელის შეგრძნებას, რომელსაც მტერი წარმოგიდგებს აღსასრულებელ საქმეთა გამო, მაშინ დაუდევრობა საბოლოოდ დაგრევს ხელს და არა მარტო მაშინ, როცა საქმე გაქვს შესასრულებელი, არამედ როდესაც ჯერ კიდევ შორს მოსჩანს იგი, გექნება ისეთი გრძნობა, თითქოს მთა გაწევს მხრებზე, დამძიმდები და დაიტანჯები. ასე იქნები მოსვენების დროსაც, არ გექნება სიმშვიდე და საქმის გარეშეც თავს დამძიმებულად იგრძნობ.

შენი ცხოვრების ყოველი ჟამი ღმერთისთვის სათნოდ წარმართე. მუდამ გახსოვდეს, რომ აწინდელი დღის შემდეგ დრო აღარ მოგეცემა და განვლილი ცხოვრების ყოველი წუთისათვის პასუხი უნდა აგო. შეუფასებელია ის ჟამი, რომელიც შენს ხელთ არის და თუ ამაოდ დაფლანგავ, მოვა დრო, ძებნას დაუწყებ და ვეღარ ჰპოვებ.

„მოიღვაწე ღვაწლი იგი კეთილი“ (1 ტიმ. 6,12), რამეთუ ხშირად მომხდარა, რომ ერთი საათის შრომას სამოთხე მოუპოვებია და პირიქით, დაუდევრობის გამო ერთ საათში დაუკარგავთ იგი.

Advertisements

წმინდა ანტონ მარტყოფელის ცხოვრება

http://faithbookorthodoxy.wordpress.com

FAITHBOOK – ORTHODOXY

წმინდა ანტონ მარტყოფელის ცხოვრება

ასურელ მამათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია წმინდა ანტონ მარტყოფელს. მან საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ასკეტური მოღვაწეობის ერთ-ერთ ფორმას – მესვეტეობას. ეს წმ. მამა თავდაპირველად ედესაში მოღვაწეობდა, სადაც იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი იყო დაცული. ღირსმა მამამ საქართველოში გამომგზავრებისას თან წამოაბრძანა დიდი სიწმინდე. მან თავისი სულიერი მოძღვრის – იოვანე ზედაზნელის კურთხევით, ქადაგებით მოიარა ზედაზნის ახლომახლო ადგილები, შემდეგ კახეთში დაჰყო გარკვეული ხანი, ბოლოს კი ,,დაემკვიდრა ჴევ საშინალი პოტანისასა”. წმ. ანტონმა მალე მოწაფეებიც გაიჩინა, რომლების მასთან ერთად შეუდგნენ ასკეტურ მოღვაწეობას.

წმინდა ანტომ მარტმყოფელის ,,ცხოვრების“ ავტორის თანახმად, უკაცრიელ ადგილას მცხოვრებ წმ. მამასთან ყოველ საღამოს მიდიოდნენ ირმები და საკუთარი რძით კვებავდნენ მას. ერთ საღამოს წმინდანთან შეშინებულები ირმები მივიდნენ, მათ უკან დაჭრილი ნუკრი მიჰყვებოდა. მალე მახლობელი დაბის მამასახლისიც გამოჩნდა, რომელიც ირმებზე სანადიროდ იყო გამოსული.

გაოგნებულმა მონადირემ დაინახა მხცოვანი მონაზონი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა და ირმების ჯოგში იდგა. მამასახლისის ბრძანებით, წმ. ანტონი შეიპყრეს და როგორც “გრძნეული,“ ხელის მოსაჭრელად მჭედელთან წაიყვანეს. მჭედელმა შანთი გაახურა, მაგრამ როგორც კი წმინდა მამის ხელის მოსაჭრელად აღმართა, ძირს დავარდა და ორივე ხელი გაუხმა. მომხდარით გაოგნებულ მჭედელს ენა ჩაუვარდა, ანტონმა კი მას ჯვარი გადასახა და განკურნა. მამასახლისი მიხვდა, რომ მის წინაშე მადლით შემოსილი კაცი იდგა, თაყვანი სცა და შეევედრა: ,,რა გნებავს, თქვი და ყველაფერს მოგცემ”. ანტონმა ქვამარილის ნატეხი ითხოვა. მას მაშინვე მარილის ორი ლოდი მიართვეს, წმინდნმა მხოლოდ მცირეოდენი ჩამოტეხა და კვლავ თავის სადგომს მიაშურა, ქვამარილი კი ირმებისათვის სენაკის ახლოს დადო.

ამ სასწაულის შემდეგ წმინდა ანტონის სანახავად და მისგან კურთხევის მისაღებად უამრავმა ხალხმა იწყო სიარული.

ღირსმა ანტონ მარტმყოფელმა ძმებისთვის მონასტერი ააშენა, თვითონ კი ,,დაუტევა მონასტერი თჳსი, მოვლო ქვემო კახეთი ქადაგებით და დაემკვიდრა უვალსა მთასა ზედა ახეტას”. მალე ამ ადგილასაც ხალხმა იწყო მომრავლება. წმ. ანტონს კი განმარტოებით დაყუდება სურდა. ის ბოლოს აკრიანის მთაზე დაემკვიდრა, ამ ადგილს მოგვიანებით წმიდა ანტონ მარტმყოფელის პატივსაცემად ,,მარტყოფი“ ეწოდა.

წმიდა ანტონმა აკრიანში მაღალი სვეტი ააგო, ამ სვეტზე დაეყუდა და თხუთმეტი წლის განმავლობაში იქ მოღვაწეობდა.

როგორც ყველა დიდ მოღვაწეს, ღირს ანტონსაც უფლისგან წინასწარ ეუწყა ამქვეყნიდან განსვლის ჟამი, მან მოუწოდა მოწაფეებს, აკურთხა ისინი, გამოემშვიდობა და სალოცავად განმარტოვდა. რამდენიმე ხანში მოწაფეებმა ნახეს გარდაცვლილი მოძღვარი, რომელსაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის წინ მუხლი ჰქონდა მოყრილი.

მონასტრის ძმებმა მამა ანტონის პატიოსანი ნაწილები სვეტიდან ჩამოასვენეს და მონასტერში დააბრძანეს. მათ წმინდა მამა დიდი პატივით და მოწიწებით დაკრძალეს ტაძარში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ.

წყარო:

http://patriarchate.ge/geo/wminda-anton-martyofelis-cxovreba/

როგორ შევიცნო უფლის ნება ჩემი ცხოვრების მიმართ? რას ამბობს ბიბლია უფლის ნების შეცნობის შესახებ?

http://havefaithorthodoxy.wordpress.com

HAVE FAITH – ORTHODOXY

როგორ შევიცნო უფლის ნება ჩემი ცხოვრების მიმართ?

რას ამბობს ბიბლია უფლის ნების შეცნობის შესახებ?

პასუხი: ორი ძირითადი საშუალება არსებობს უფლის ნების შესაცნობად მოცემული სიტუაციისათვის: 1) დარწმუნდი, რომ ის, რასაც ითხოვ ან რის გაკეთებასაც ფიქრობ არ არის რაღაც, რასაც ბიბლია კრძალავს. 2) დარწმუნდი, რომ ის, რასაც ითხოვ ან რის გაკეთებასაც ფიქრობ ადიდებს უფალს და დაგეხმარება სულიერად გაზრდაში. თუ ეს ორი რამ სიმართლეა და უფალი მაინც არ გაძლევს იმას, რასაც ითხოვ, როგორც ჩანს უფლის ნება არ არის გქონდეს ის, რასაც შენ ითხოვ. ან შესაძლოა უბრალოდ ცოტა ხანი უნდა მოიცადო ამისათვის. უფლის ნების შეცნობა ზოგჯერ რთულია. ადამიანებს სურთ ღმერთმა კონკრეტულად უთხრას, რა გააკეთოს – სად იმუშაოს, სად იცხოვროს, ვისზე დაქორწინდეს და ა.შ. ღმერთი იშვიათად აძლევს ადამიანებს ინფორმაციას ასე პირდაპირ და კონკრეტულად. უფალი გვაძლევს უფლებას გავაკეთოთ არჩევანი ასეთ რაღაცეებში.

წერილი რომაელთა მიმართ 12:2 გვეუბნება, „ნუღარ დაემსგავსები ამ სამყაროს მოდელს, არამედ შეიცვალეთ თქვენი გონების განახლებით. მაშინ შეძლებთ შეიცნოთ თუ რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი .“ ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლიც ღმერთს არ სურს, რომ ჩვენ მივიღოთ არის შევცოდოთ ან მის ნებას შევეწინააღმდეგოთ. უფალს სურს გავაკეთოთ ის არჩევანი, რაც მის ნებასთან შესაბამისობაშია. ამდენად, რა იცით, რომ უფლის ნება შენთვის არის? თუ უფალთან ახლოს ხარ და ჭეშმარიტად გსურს მისი ნება შენს ცხოვრებაში, უფალი თავის სურვილებს შენს გულში გააჩენს. მთავარია, უფლის ნების შეცნობის სურვილი და არა საკუთარისა. „ისიამოვნე უფალის მიერ და ის აგისრულებს უფლის წადილს“ (ფსალმუნი 36[37]:4). თუ ბიბლია ამის წინააღმდეგი არ არის და ამას შენთვის სულიერად ჭეშმარიტად გულწრფელი ხეირი მოაქვს, მაშინ ბიბლია „ნებას გაძლევს“ მიიღო გადაწყვეტილებები და შენს გულს მოუსმინო. თუ ჭეშმარიტად უფლის ნებას ეძიებ მოკრძალებული სულით ან ღია გონებით, იგი დაგანახებს თავის ნებას.

მართლმადიდებელი მონაზონი – ღვთის ყვავილები ╰⊰¸¸.•¨* ვიდეო – Video

http://paintingleaves.blogspot.com

PAINTING LEAVES

feroe ffff

მართლმადიდებელი მონაზონი – ღვთის ყვავილები

ქრისტიანეთა მიცვალებისათვის – იოანე ოქროპირი (For the death of Christians – St John Chrysostom)

http://saintsofmyheart.wordpress.com

SAINTS OF MY HEART


ქრისტიანეთა მიცვალებისათვის

იოანე ოქროპირი

For the death of Christians

St John Chrysostom

საყვარელნო! ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა: ჰოი, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოჲსა! ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაჲცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, – განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან – განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ხორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან, და მიმავალი ღმრთისა დიდებასა.

ამას უკვე ესე ვითარსა საღმრთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტიანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ფოტოები – მართლმადიდებელი ქვეყანა

https://saintninageorgiaofmyheart.wordpress.com

SAINT NINA & GEORGIA OF MY HEART

13-Stepantsminda.jpg

http://www.orthphoto.net/countries.php?id_jezyk=12

ფოტოები – მართლმადიდებელი ქვეყანა

წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624) – St Katevan – 13 (26) სექტემბერი

http://saintsofmyheart.wordpress.com

https://saintninageorgiaofmyheart.wordpress.com

SAINT NINA & GEORGIA OF MY HEART

SAINTS OF MY HEART

 


წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი
კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624)

13 (26) სექტემბერი

მიდა ქეთევანი აშოთან მუხრანბატონის ასული დაიბადა დაახ. 1570 წელს. კეთილგონიერი და მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა – გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა ბავშვობიდანვე და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.

ალექსანდრე მეფე მონაზვნად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი – თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო ქეთევანმა თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.

შაჰ-აბასმა, როგორც კი დავითის სიკვდილი და ალექსანდრეს დაბრუნება შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, მოეკლა ღვიძლი ძმა გიორგი და Continue reading “წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624) – St Katevan – 13 (26) სექტემბერი”