ქრისტიანეთა მიცვალებისათვის – იოანე ოქროპირი (For the death of Christians – St John Chrysostom)

http://saintsofmyheart.wordpress.com

SAINTS OF MY HEART


ქრისტიანეთა მიცვალებისათვის

იოანე ოქროპირი

For the death of Christians

St John Chrysostom

საყვარელნო! ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა: ჰოი, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოჲსა! ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაჲცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, – განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან – განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ხორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან, და მიმავალი ღმრთისა დიდებასა.

ამას უკვე ესე ვითარსა საღმრთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტიანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

Advertisements

მართლმადიდებელი მონაზონი – ღვთის ყვავილები ╰⊰¸¸.•¨* ვიდეო – Video

http://paintingleaves.blogspot.com

PAINTING LEAVES

feroe ffff

მართლმადიდებელი მონაზონი – ღვთის ყვავილები

ფოტოები – მართლმადიდებელი ქვეყანა

https://saintninageorgiaofmyheart.wordpress.com

SAINT NINA & GEORGIA OF MY HEART

13-Stepantsminda.jpg

http://www.orthphoto.net/countries.php?id_jezyk=12

ფოტოები – მართლმადიდებელი ქვეყანა

ლამაზი შექმნის ღმერთი ╰⊰¸¸.•¨* ვიდეო – Video

https://saintninageorgiaofmyheart.wordpress.com

წმინდა ნინოს და საქართველოს ჩემს გულში

SAINT NINA & GEORGIA OF MY HEART

_DNE3819-1

ლამაზი შექმნის ღმერთი