მცონარებაზე (სიზარმაცეზე) – წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

http://saintsofmyheart.wordpress.com

SAINTS OF MY HEART

472fdbe36a282072fd42aa611c31d0a1--high-road-lakes.jpg

shop_product_image_115.jpg

მცონარებაზე (სიზარმაცეზე)

წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ყოველი აღსასრულებელი საქმის დაწყებას ნუ დააყოვნებ, იმიტომ, რომ პირველი ხანმოკლე დაყოვნება მიგვიყვანს მეორე, უფრო ხანგრძლივ დაყოვნებამდე, მეორე – მესამემდე, კიდევ უფრო ხანგრძლივამდე და ა.შ. ამის გამო საქმე იწყება ძალიან გვიან და არ ესწრება დროულად ან სრულიად მიტოვებულია, როგორც მძიმე ტვირთი. თუკი ერთხელ დაიგემოვნე უსაქმურობა, შეგიყვარდება კიდეც, შეგიყვარდება საქმიანობაზე მეტადაც, ხოლო როდესაც მოიკლავ ამ სურვილს, თანდათან ჩვევად გექცევა – არ აკეთო, ან მცონარებაში შთავარდები ან უსაქმურობის ვნება იმდენად დაგეუფლება, რომ ვეღარ გაიგებ, როგორი უმსგავსო და დამღუპველია იგი შენთვის. მხოლოდ მაშინ, როდესაც მცონარებით დამძიმებული, შერცხვენილი ისევ მთელი მონდომებით შეუდგები საქმის კეთებას, დაინახავ, როგორი დაუდევარი იყავი მანამდე და რამდენი სასაარგებლო საქმე დაუტევე აღუსრულებელი, უსარგებლო „რაც მინდა, იმას გავაკეთებ“ გამო.

უწყოდე, თუ კი გონებით არ იმოქმედებ და არ შეებრძოლები სიმძიმისა და სიძნელის შეგრძნებას, რომელსაც მტერი წარმოგიდგებს აღსასრულებელ საქმეთა გამო, მაშინ დაუდევრობა საბოლოოდ დაგრევს ხელს და არა მარტო მაშინ, როცა საქმე გაქვს შესასრულებელი, არამედ როდესაც ჯერ კიდევ შორს მოსჩანს იგი, გექნება ისეთი გრძნობა, თითქოს მთა გაწევს მხრებზე, დამძიმდები და დაიტანჯები. ასე იქნები მოსვენების დროსაც, არ გექნება სიმშვიდე და საქმის გარეშეც თავს დამძიმებულად იგრძნობ.

შენი ცხოვრების ყოველი ჟამი ღმერთისთვის სათნოდ წარმართე. მუდამ გახსოვდეს, რომ აწინდელი დღის შემდეგ დრო აღარ მოგეცემა და განვლილი ცხოვრების ყოველი წუთისათვის პასუხი უნდა აგო. შეუფასებელია ის ჟამი, რომელიც შენს ხელთ არის და თუ ამაოდ დაფლანგავ, მოვა დრო, ძებნას დაუწყებ და ვეღარ ჰპოვებ.

„მოიღვაწე ღვაწლი იგი კეთილი“ (1 ტიმ. 6,12), რამეთუ ხშირად მომხდარა, რომ ერთი საათის შრომას სამოთხე მოუპოვებია და პირიქით, დაუდევრობის გამო ერთ საათში დაუკარგავთ იგი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s